ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლომ (ICC ) ისრაელის პრემიერ-მინისტრის, ბენიამინ ნეთანიაჰუს და ქვეყნის თავდაცვის ყოფილი მინისტრის იოავ გალანტის დაკავების ორდერი გასცა.
მათ ბრალად ღაზას სექტორში სამხედრო დანაშაულები ედებათ.
ასევე, ჰააგის სასამართლომ გასცა ორდერი მუჰამედ დიაბ იბრაჰიმ ალ-მასრის, ჰამასის სამხედრო მეთაურის დაკავების შესახებ, რომელიც ცნობილია როგორც მუჰამედ დეიფი.