პუტინის მეგობარმა, ნატოს ახალმა გენერალურმა მდივანმა ალიანსის პრიორიტეტებზე ისაუბრა

ნატოს ახალმა გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა ალიანსის პრიორიტეტბზე ისაუბრა. სტოლტენბერგის განცხადებით, უახლოეს წლებში ბლოკის მთავარი ამოცანა – კოლექტიური თავდაცვის გაძლიერებაა. გენერალურმა მდივანმა ასევე აღნიშნა, რომ ალიანსი რუსეთთან კონფრონტაციისკენ არ მიისწრაფვის.
სტოლტენბერგის აზრით, ნატოს გაძლიერება მოსკოვთან კონსტრუქტიული ურთიერთობების აწყობას ხელს არანაირად არ უშლის. უფრო მეტიც, ალიანსის ხელმძღვანელობა მზადაა სხდომის რუსეთი-ნატოს შეკრების განაცხადი განიხილოს, თუ ასეთი განაცხადი იქნება. სტოლტენბერგი ასევე უკრაინის თემას ეხება. მისი თქმით, ცეცხლის შეწყვეტა ქვეყნის აღმოსავლეთით მშვიდობიანი დარეგულირების საშუალებაა, თუმცა, სურვილის შემთხვევაში, რუსეთს მარტივად შეუძლია სიტუაციის დესტაბილიზირება.
შეგახსენებთ, რომ ნორვეგიის ყოფილი პრემიერ-მინისტრი საკუთარი მოვალეობის შესრულებას ნატოს გენერალური მდივნის რანგში ოფიციალურად დღეს შეუდგა. აღსანიშნავია, რომ იენს სტოლტენბერგს ვლადიმერ პუტინთან კარგი პირადი ურთიერთობები აქვს, – წერს რუსული პრესა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები