ქალაქ ბელ-გარდენსის მერი ცოლმა მოკლა

,,CBS Los Angeles“-ის ინფორმაციით, ქალაქ ბელ-გარდენსის (კალიფორნიის შტატი) მერი დანიელ კრესპო ოჯახური კონფლიქტის დროს საკუთარმა მეუღლემ ცეცხლსასროლი იარაღით მოკლა. წინასწარი გამოძიების თანახმად, 30 სექტემბერს ქალაქის მერი შეაკამათა 19 წლის შვილს. კონფლიქტში ჩაერია მეუღლე, რის შედეგადაც მან ცეცხლსასროლი იარაღიდან რამდენჯერმე ისროლა. ჯერჯერობით პოლიციისთვის სხვა დეტალები უცნობია. 45 წლის მერი ქალაქის საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც ის მოგვიანებით გარდაიცვალა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები