საქართველოს საპატრიარქო განცხადებას ავრცელებს

საქართველოს საპატრიარქო კათოლიკოს-პატრიარქის ილია მეორის ძმის გარდაცვალებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს, სადაც აღნიშნულია, რომ 30 სექტემბერს, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის უფროსი ძმა, ბერი გიორგი (ვიქტორ შიოლაშვილი) გარდაიცვალა.
ბერი გიორგი 1929 წლის 11 დეკემბერს ყაზბეგის რაიონის სოფელ სნოში დაიბადა. იგი გიორგი შიოლაშვილისა და ნატალია კობაიძის მრავალშვილიან ოჯახში მეექვსე შვილი იყო.
ვიქტორ შიოლაშვილი 1970 წლიდან კათოლიკოს-პატრიარქთან მსახურებდა. ჰყავდა მეუღლე – მარიამ ჩოჩოშვილი. ჰყავს ორი შვილი, ხუთი შვილიშვილი და რვა შვილთაშვილი. ცხოვრობდა ქალაქ მცხეთაში. მეუღლის გარდაცვალების შემდეგ კი, 2013 წელს 4 სექტემბერს, ვიქტორ შიოლაშვილი ბერად აღიკვეცა. მას სახელად გიორგი ეწოდა და მცხეთის წმინდა გიორგის სახელობის მონასტერში განამწესეს.
როგორც საპატრიარქოში აცხადებენ, ბერ გიორგის 2 ოქტომბერს, 14:00 საათზე, სამთავროს მონასტრის ეზოში დაკრძალავენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები