მუსიკოსებმა კონცერტზე 3D პრინტერებზე დაბეჭდილ ინსტრუმენტებზე დაუკრეს (ვიდეო)

შვედეთში, ქალაქ ლუნდის უნივერსიტეტში გაიმართა პირველი მუსიკალური კონცერტი, რომლის დროსაც ჯგუფის წევრები მხოლოდ 3D პრინტერზე დაბეჭდილ ინსტრუმენტებზე უკრავდნენ.
ჯგუფის წევრები მავე უნივერსიტეტის ხელოვნების, მუსიკის და თეატრის ფაკულტეტის სტუდენტები არიან.
პროეტის ავტორი ლუნდის უნივერსიტეტის პროფესორი ოლაფ დიგელი გახლავთ. 3D ბეჭდვით დიგელი 90 -იანი წლების შუაგულში დაინტერესდა, მაგრამ მუსიკალური ინსტრუმენტების დაბეჭდვა მხოლოდ 2 წლის წინ დაიწყო.
ოლაფ დიგელი ირწმუნება, რომ იოლად შეუძლია მუსიკოსებისათვის ნებისმიერი სახის და ფორმის 3D ბეჭდვით მიღებული ინსტრუმენტის დამზადება.

[youtube url=”https://www.youtube.com/watch?v=U4E5SqIwa4U” width=”560″ height=”315″]

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები