იაპონიამ პუტინს დაგეგმილი ვიზიტი გაუუქმა

იაპონიის პრემიერ-მინისტრმა სინძო აბემ აშშ-ს თხოვნით ტოკიოში ვლადიმერ პუტინის ვიზიტი გააუქმა, რომელიც 2014 წლის შემოდგომაზე უნდა გამართულიყო. ამ ინფორმაციას იაპონური საინფორმაციო სააგენტო „Kyodo“ ხელისუფლების წარმომადგენლების მიწოდებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით ავრცელებს. სააგენტოსთან საუბრისას ხელისუფლების წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ პუტინის ვიზიტის გაუქმების თხოვნით სინძო აბეს ოფიციალურმა ვაშინგტონმა მიმართა. „ტოკიო თავის მხრივ აუცილებლობად მიიჩნევს ფეხი აუწყოს ევროპულ სახელმწიფოებს, რომლებმაც იაპონიასთან და აშშ-სთან ერთად უკრაინის კრიზისის გამო რუსეთს სანქციები დაუწესეს“, – დაამატეს სააგენტოსთან საუბრისას იაპონიის ხელისუფლების წარმომადგენლებმა. იაპონური მედია-საშუალების ინფორმაციით, ვიზიტის გაუქმების მიუხედავად, იაპონია-რუსეთის უმაღლესი სახელისუფლებო პირები ერთმანეთს 2014 წლის ნოემბერში, პეკინში დაგეგმილ აზია-წყნარი ოკეანის ქვეყნების ეკონომიკური თანამეგობრობის სამიტზე შეხვდებიან. რა შეეხება პუტინის ვიზიტს იაპონიაში, მისი ორგანიზება იაპონიამ შესაძლოა შემდეგი წლის გაზაფხულზე ან კიდევ უფრო გვიან დაგეგმოს. ეს ყველაფერი რუსეთსა და აშშ-ს შორის გამართული მოლაპარაკებების შედეგებზე იქნება დამოკიდებულია – აცხადებს იაპონურ სააგენტოსთან სახელისუფლებო წყარო.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები