აზერბაიჯანში პირველი გეი ნიშნობა შედგა – “სიყვარულს სქესი არ გააჩნია”

აზერბაიჯანში დღეს პირველი გეი ნიშნობის ცერემონია გაიმართა. ამის შესახებ ინფორმაცია დღეს აზერბაიჯანის ლგბტ ორგანიზაცია „ნეფეს“-ის პრეზიდენტმა ატილა ბეი ქავიდმა თავის ფეისბუქის გვერდზე გაავრცელა. ატილას განცხადებით, დღეს ის საყვარელ მამაკაცთან დაინიშნა და ამის დამადასტურებელი ფოტოები სოციალურ ქსელში გაავრცელა. „დიახ, ჩვენ ეს გავაკეთეთ, გამოვედით ჩვენი ჰომოფობიური საზოგადოების წინააღმდეგ. გისურვებთ ყველას გამოსცადოთ ეს, ვისაც გაქვთ სიმამაცე და ძალა. სიყვარულს სქესი არ გააჩნია, არ დაივიწყოთ ეს. ყველას გთხოვთ, ვისაც არ მოსწონს ეს მოვლენა, თავისი აზრი თავისთვის დაიტოვოს. მადლობას ვუხდი ყველას, ვინც მოხარულია ჩვენი ბედნიერი დღით და ჩვენ მხარს გვიჭერს”, – წერს აზერბაიჯანული ლგბტ საზოგადოების პრეზიდენტი.

შეგახსენებთ, რომ აზერბაიჯანში ერთსქესიანთა ქორწინება კანონმდებლობით აკრძალულია და შესაბამისად, ნიშნობის აქტი მხოლოდ სიმბოლური ხასიათს ატარებდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები