ლეგენდარული Pink Floyd-ი ბრუნდება

ლეგენდარული ბრიტანული ჯგუფი Pink Floyd-ი 20 წლიანი შესვენების შემდეგ ბრუნდება. ამ ინფორმაციას სოციალურ ქსელში ჯგუფის ოფიციალური გვერდი ავრცელებს. 20 წლიანი პერიოდის შემდეგ პირველად გამოვა ჯგუფის ახალი ალბომი, სახელწოდებით „The Endless River“. ალბომი, რომელიც 2008 წელს გარდაცვლილი წევრის რიჩარდ რაიტის ხსოვნას ეძღვნება, გაყიდვაში სულ მალე – 10 ნოემბერს გამოვა. ახალ ალბომში „The Endless River“ 17 ინსტრუმენტალური კომპოზიცია და 1 სიმღერა „Louder than words“ არის გაერთიანებული. ალბომის საფუძვლად დევიდ გილმორმა და ნიკ მეისონმა ჯგუფის უკანასკნელი ალბომის „The Division Bell“-ის გამოუყენებელი მასალები აიღეს. თუმცა, გილმორის თქმით. მას ბევრი არაფერი აქვს საერთო ბოლო ალბომთან და Pink Floyd-ის ახალი, სრულფასოვანი ალბომია XXI საუკუნეში. ახალი ალბომის პროდიუსერები არიან დევიდ გილმორი, ფილ მანსანერა, ენდი ჯექსონი და Youth.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები