მანანა კობახიძე “ნაციონალურ მოძრაობას” რჩევას აძლევს

„მთავრობა ანგარიშვალდებულია პარლამენტის წინაშე და დეპუტატის ნებისმიერ შეკითხვაზე, იქნება ეს წერილობით თუ ზეპირი ფორმით გამოხატული, მინისტრი თუ მისი მოადგილე ვალდებულია მას პასუხი გასცეს“ – ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა მანანა კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა. კობახიძე “ნაციონალურ მოძრაობას” ურჩევს შს მინისტრისადმი არსებული შეკითხვები ალექსანდრე ჭიკაიძეს წერილობით გაუგზავნონ. როგორც კობახიძემ ჟურნალისტებთან განმარტა, პირადად მას კითხვები რაფალიანცის საქმესთან დაკავშირებით ჰქონდა, რაზეც უწყებისგან დასაბუთებული პასუხი მიიღო. “ზოგადად, მთავრობა ანგარიშვალდებულია პარლამენტის წინაშე და დეპუტატის ნებისმიერ შეკითხვაზე, იქნება ეს წერილობით, თუ ზეპირი ფორმით გამოხატული, მინისტრი თუ მისი მოადგილე ვალდებულია მას პასუხი გასცეს. მეც მქონდა გარკვეული კითხვები რაფალიანცის საქმეზე, გავაგზავნე ისინი წერილობით და მივიღე ძალიან დასაბუთებული პასუხები, რომელიც ვფიქრობ, დეპუტატისთვის პასუხის გაცემის ყველანაირ სტანდარტს აკმაყოფილებს. აქედან გამომდინარე, “ნაციონალურ მოძრაობას” შეუძლია მინისტრს შეკითხვები დაუსვას წერილობით, გაგზავნონ წერილი და მიიღონ პასუხები”, – აღნიშნა მანანა კობახიძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები