მაია ფანჯიკიძე: რაიმე სახის სამხედრო მონაწილეობას და სამხედრო ბაზის შექმნას კატეგორიულად გამოვრიცხავ

  • საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მაია ფანჯიკიძე კატეგორიულად უარყოფს Foreign Policy-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, თითქოს საქართველომ აშშ-ს სირიელი მეამბოხეების საქართველოს ტერიტორიაზე გაწვრთნა შესთავაზა. როგორც ფანჯიკიძემ ნიუ-იორკში ჟურნალისტებს განუცხადა, ანტიტერორისტულ ოპერაციაში საქართველოს მონაწილეობა მხოლოდ ჰუმანიტარული ხასიათის იქნება და მან ეს გაერო-ს უშიშროების საბჭოს წევრებს რამდენიმე დღის წინ უკვე განუცხადა. “მე ძალიან გარკვევით ვთქვი, რომ ჩვენი მონაწილეობა იქნება ჰუმანიტარული ხასიათის. მინდა ძალიან მკაფიოდ ვთქვა, რომ რაიმე სახის სამხედრო მონაწილეობას და სამხედრო ბაზის შექმნას კატეგორიულად გამოვრიცხავ”, – აღნიშნა მაია ფანჯიკიძემ.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები