ფინანსთა სამინისტრო მზად არის პარლამენტის შენიშვნები გაითვალისწინოს

ფინანსთა სამინისტრო მზად არის საგადასახადო კოდექსში შესატან ცვლილებებთან დაკავშირებით, იურიდიული კომიტეტის მიერ გამოთქმული შენიშვნები გაითვალისწინოს, – ამის შესახებ ჟურნალისტებს კომიტეტის სხდომის დასრულების შემდეგ ფინანსთა მინისტრის მოადგილე გიორგი ჯავახიშვილმა განუცხადა.
კანონპროექტი საგადასახადო ორგანოებს ფიზიკური თუ იურდიული პირების საბანკო კონფიდენციალური ინფორმაციის მოპოვების უფლებას ანიჭებს.
“კომიტეტმა გამოთქვა გარკვეული სახის შენიშვნები. ის შეეხებოდა სასამართლოში განხილვის პერიოდთან დაკავშირებულ ვადებს. ასევე, დეპუტატების მოსაზრებაა, რომ დაზუსტდეს მოთხოვნა, რომელიც უნდა წარედგინოს სასამართლოს. ჩვენ ამ შენიშვნებთან დაკავშირებით ვიმუშავებთ, შემდეგ სამუშაო რეჟიმში კიდევ ერთხელ გავივლით კანონპროექტს იურიდიულ კომიტეტთან და მხოლოდ ამის მერე განვაგრძობთ ცვლილებების პაკეტის განხილვას სხვა კომიტეტებში”, – განაცხადა გიორგი ჯავახიშვილმა, რომელიც სხდომაზე კანონპროექტის მომხსენებელი იყო. იურიდიულ კომიტეტს საგადასახადო კოდექსში შესატან აღნიშნულ ცვლილებებთან დაკავშირებით რიგი შენიშვნები აქვთ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები