სტიქიის შედეგად დაზარალებულ 15 -მდე ოჯახს სახლების გადასახური მასალა გადასცეს

ოზურგეთის მუნიციპალიტეტში დროებითი სამუსაო ჯგუფის გადაწყვეტილებით, სტიქიის შედეგად დაზარალებულ 15 -მდე ოჯახს სახლების გადასახური მასალა გადაეცემათ – ამის შესახებ ინფორმაციას ოზურგეთის მუნიციპალიტეტის პრესსამსახური ავრცელებს.
პრესსამსახურის ინფორმაციით, ოზურგეთის მუნიციპალიტეტში უსახლკაროდ დარჩენილი ოჯახების მდგომარეობის და სტიქიის შედეგად მიყენებული ზიანის შესწავლისთვის, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგეობაში დროებითი სამუშაო ჯგუფი შეიქმნა. დროებითი სამუშაო ჯგუფი იხილავს უსახლკაროდ დარჩენილი და სტიქიის შედეგად დაზარალებული მოქალაქეების განცხადებებს. ჯგუფის პირველ შეკრებაზე კომისიის წევრებმა წამოაყენეს წინადადებები უსახლკაროდ დარჩენილი ოჯახების მდგომარეობის და მათ მიმართ კომპენსაციების გაცემის ან ალტერნატიული ფართის გამოყოფასთან დაკავშირებით. ისინი ადგილზე გასვლით მოახდენენ ვიზუალურ დათვალიერებას. დროებითი სამუშაო ჯგუფის გადაწყვეტილებით 5 ივლისის სტიქიის შედეგად დაზარალებულ 15-მდე ოჯახს სახლების გადასახურად ხის მასალა გადაეცემათ. ჯგუფი, ასევე, სტიქიის შედეგად მიყენებული ზიანის დასადგენად სწავლობს და აანალიზებს დაზარალებული ოჯახების მდგომარეობას. გეგმავს პრობლემის გადაჭრის გზებს და წინადადებებს წარუდგენს ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგებელს. ასევე, ჯგუფი შეიმუშავებს სტიქიისაგან მიყენებული ზარალის სალიკვიდაციო ღონისძიებებს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები