Foreign Policy: საქართველომ აშშ-ს სირიელი მეამბოხეების საწვრთნელი ბანაკის განთავსება შესთავაზა

 

  საქართველომ აშშ-ის სირიელი მეამბოხეების საწვრთნელი ბანაკის განთავსება შესთავაზა – ამ სათაურით Foreign Policy-ი სტატიას აქვეყნებს.
სტატიის ავტორი წერს, რომ “ისლამური სახელმწიფოს” წინააღმდეგ კოალიციაში საქართველოს გაერთიანება რისკების შემცველი იქნება. გამოცემის თანახმად საწვრთნელი ბაზის მასპინძლობა ქართულმა მხარემ შეერთებული შტატების თავდაცვის მდივანს ჩაკ ჰეიგელს საქართველოში ვიზიტის დროს დახურულ კარს მიღმა გამართულ შეხვედრაზე შესთავაზა.
აღნიშნული ინფორმაცია Foreign Policy-თან საუბარში ნაწილობრივ დაადასტურა აშშ-ის საქართველოს ელჩმა არჩილ გეგეშიძემ. სტატიის ავტორი გეგეშიძის კომენტარს ციტირებს, რომელიც აცხადებს, რომ ამერიკულ მხარეს ცენტრის გახსნა ქართულმა მხარემ შესთავაზა, თუმცა ეს საკითხი კვლავ განხილვის საგანია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები