„ლოჯიქალ სისტემზ“ – კომპანია, რომელიც დაწესებულებაში უსაფრთხოებას და კომფორტს შეგიქმნით (ფოტოკოლაჟი)

თუ თქვენ რომელიმე დაწესებულების წარმომადგენელი ბრძანდებით, საქმიანობის უკეთ წარმართვაში, გარემოს გაუმჯობესებაში, თანამშრომლებსა და მომხმარებელთან ჰარმონიული ურთიერთობის დამყარებაში კომპანია „ლოჯიქალ სისტემზ კომპანი“ დაგეხმარებათ. როგორც „კვირას“ კომპანიის ტექნიკურმა დირექტორმა გიორგი ხუჭუამ განუცხადა, უსაფრთხოების სისტემების მიწოდების მიმართულებით „ლოჯიქალ სისტემზ კომპანი“ უკვე 7 წელია ქართულ ბაზარზე წარმატებით მუშაობს, ახლა კი მომსახურების ქვეყნის ფარგლებს გარეთ გატანას გეგმავს. უხლოეს მომავალში ხარისხიან პროდუქციასა და ეფექტურ მომსახურებას უცხოელ მომხმარებელს მიაწვდის.
როგორც კომპანიაში აცხადებენ, „ლოჯიქალ სისტემზის“ მიერ განხორციელებულია უამრავი პროექტი, შესაბამის სფეროში ფლობს დიდ გამოცდილებას და უნიკალური მიღწევები აქვს. კომპანიამ თავი თანამედროვე, ევროპული სტანდარტების დანერგვით დაიმკვიდრა. სერვისი სხვადასხვა დაწესებულებას თანამედროვე და მდგრადი უსაფრთხოების სისტემების აღჭურვილობით უზრუნველყოფს.
როგორც „კვირასთან“ საუბრისას „ლოჯიქალ სისტემზის“ ტექნიკურმა დირექტორმა გიორგი ხუჭუამ განაცხადა, კომპანია ცნობილია მრავალფეროვანი და კომპლექსური პროდუქციით, თუმცა, ხუჭუას თქმით, მათი ძირითადი უპირატესობა მომსახურების ხარისხთან ერთად მისი ხელმისაწვდომ ფასად მიღებაა.
„ჩვენ ვაწარმოებთ რიგის მართვის სისტემებს. მაგალითად, როდესაც ბანკებში რიგის ბილეთს იღებთ, სისტემას ტექნიკურად და პროგრამულად ჩვენი კომპანია უზრუნველყოფს. ასევე ვამზადებთ დაშვების კონტროლის სისტემებს, როგორიც არის დაწესებულებებში თანამშრომლების სამსახურში გამოცხადებისა და გასვლის დროის ბარათით აღრიცხვა. გარდა ამისა, მომხმარებელს ვთავაზობთ ვიდეოსამეთვალყურეო სისტემებს. თავდაპირველად პლასტიკური ბარათების დამზადებით დავიწყეთ, რის შემდეგაც სხვადასხვა სერვისი შევიმუშავეთ და სულ ახლახან დავნერგეთ რიგის მართვის სისტემები. ჩვენი კომპანიის უპირატესობა ისაა, რომ მიწოდებული პროდუქციის ზოგიერთი კომპონენტი მზადდება საქართველოში, რის გამოც პროდუქტი და მომსახურება არის გაცილებით იაფი. გვაქვს საშუალება, სერვისი მაქსიმალურად მორგებული იყოს კლიენტზე. შეგვიძლია, პროგრამული უზრუნველყოფა და თუნდაც დიზაინი ინდივიდუალურად მისთვის შევარჩიოთ. მას შემდეგ, რაც რომელიმე დაწესებულებას უზრუნველვყოფთ აღჭურვილობით, მათ პერიოდულ მოსახურებას ვაგრძელებთ. თუ პროდუქციას რაიმე პრობლემა შეექმნა, პრობლემის აღმოსაფხვრელად დაუყოვნებლივ ხდება რეგირება“, – აღნიშნავს კომპანიის ტექნიკური დირექტორი.
რაც შეეხება კომპანიის კონკრეტულ სერვისებს, დაწესებულებებს შეუძლიათ მათი მუშაობა უზრუნველყონ „ლოჯიქალ სისტემზ კომპანის“ მიერ შეთავაზებული შემდეგი სახის უსაფრთხოების სისტემებით: ვიდეოსამეთვალყურეო სისტემები, დაშვების კონტროლის სისტემები, პლასტიკური ბარათების წარმოება, ავტოსაგზაო ბარიერები, რიგის მართვის სისტემები, საკონფერენციო სისტემები.
აღნიშნული სისტემები მოცავს კომპიუტერული ქსელების პროექტირება-მონტაჟს, პლასტიკური ბარათების დამზადება-მომსახურებას და პროგრამული უზრუნველყოფის შემუშავება-შექმნა-რეალიზაციას. დაშვების კონტროლით სარგებლობის შემთხვევაში მიიღებთ მაღალი ხარისხის და წარმადობის მოწყობილობებს. დაშვების კონტროლის სისტემის ძირითადი ფუნქციებია: ინტეგრაცია ვიდეოდაკვირვების სისტემასთან, მონიტორინგი ინტერნეტიდან, პროგრამიდან საშვის დაშვების შესაძლებლობა და სტუმრების აღრიცხვის ელექტრონული წარმოება, ნამუშევარი დროის გამოთვლა, შეტყობინებების სისტემა sms-ის ან E-mail-ის საშუალებით და სხვა. ვიდეომეთვალყურეობა მოიცავს ანალოგიურ, ციფრულ და ჰიბრიდულ სისტემებს. IP-ვიდეო კამერებს შიდა და გარე გამოყენებისათვის – 1, 1.3, 2, 3 და 5 მეგაპიქსელი.
როგორც „ლოჯიქალ სისტემზში“ აცხადებენ, კომპანია ორიენტირებულია მომხმარებელთან გრძელვადიანი ურთიერთობით, რაც გამოიხატება სასიამოვნო გარემოს შექმნით, ფართო არჩევანის საშუალებით, პროფესიონალი და კეთილგანწყობილი მომსახურე პერსონალით. ამჟამად კომპანიაში ბრენდინგი მიმდინარეობს და სულ მალე მომხმარებელს უამრავ სიახლეს და ნოვაციას შესთავაზებს.

10716035_945010962193587_228011636_n

10716050_945010918860258_1627655158_n

10428941_945010925526924_1245194761_n

10542887_945010948860255_1160785062_n

10634209_945010928860257_688431077_n

10681701_945010922193591_616384652_n

10695265_945010958860254_544859823_n

10706438_945010945526922_2104746675_n

10708388_945010942193589_219522505_n

10711161_945010955526921_1505655197_n

10715747_945010938860256_1775474219_n

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები