სალომე ზურაბიშვილი: სანდრა კი არა, მედეა!

 

    “საქართველოს გზის“ ლიდერი სალომე ზურაბიშვილი ფეისბუქის საშუალებით იმ ადამიანებს მიმართავს, რომელთაც ქონების დაყადაღების შემდეგ ყოფილი პირველი ლედის სანდრა რულოვსის მიმართ სიბრალულის გრძნობა გაუჩნდათ.
როგორც ზურაბიშვილი ფეისბუქის პირად გვერდზე წერს მისთვის გაუგებარია, რატომ იწვევს ის ადამიანი საზოგადოების სინანულს, რომელმაც ზურაბიშვილის თქმით, საქართველოზე და ქართველებზე არაერთხელ უცხოეთში ნეგატიური დახასიათება გაავრცელა.
“საქართველოს გზის“ ლიდერი ამავე პოსტში საზოგადოებას მოუწოდებს თუ სოლიდარობის გამოხატვა სურთ, პატარა მედია დავითურს დაეხმარონ, რომელსაც უმძიმესი დიაგნოზი დაუსვეს და სასწრაფოდ საჭიროებს მკურნალობას საზღვარგარეთ. “სანდრა კი არა, მედეა!!!!!!! სხვა საკითხია (და ამაზე შემდეგ) თუ რამდენად ვეთანხმები სააკაშვილის საქმის მიმდინარეობას და შერჩეულ ბრალდებებს ( პიჯაკებზე და სხვა პირად მიზნებზე დახარჯულ თანხების გამომზიურებას და ამაზე აქცენტის გაკეთებას როცა…და ცოლის თუ ბებიის ქონების დაყადაყებას) მაგრამ მიკვირს საქართველოს საზოგადოების : რაღა უცებ სანდრა შეგეცოდათ რომელმაც საქართველოზე და ქართველებზე არა ერთხელ უცხოეთში ნეგატიური დახასიათება გაავრცელა: “ჩემი ქმარი თუ არა ეს ქვეყანა უმართავია” (მაგალითად) …. და რომელსაც მართლა არაფერი არ უჭირს ( თუნდაც ქმართან ერთად ჩავიდეს ნიუ იორკში სადაც NY Times ის სტატიის მიხედვით საკმაოდ შეძლებულად ცხოვრობს ბატონი მიხეილი). თუ გეცოდებათ და თუ სოლიდარობის უნარი გაგაჩნიათ მაშინ ბევრი სხვა გამოწვევაა ჩვენს ქვეყანაში და ბევრი მისახედი ჩვენი ბავშვი … გაგახსენებთ ჩემს მიერ გაზიარებულ ერთ პოსტს: (სამწუხაროდ სხვაც ბევრია) მედეა დავითურს დახმარება სჭირდება წარმოიდგინეთ თავი მედეას მშობლების ადგილზე, რას იზამდით, მათ დღეში რომ იყოთ? უფალმა ყველა დაგიფაროთ ამ ხვედრისაგან. უკიდურეს დღეშია ბავშვი – ხელ-ფეხი უკვე გაუჩერდა, იწამეთ ღმერთი, გადავარჩინოთ პატარა სიცოცხლე. მივმართავ ყველას, – საქართველოს მთავრობას, პრეზიდენტს, პრემიერ- მინისტრს, – შვილების მამას, ქართველ ადამიანს, საქართველოს ხელისუფალს -სასწრაფოდ მიიღოთ რეაგირება და დაეხმაროთ უკიდურესად გაჭირვებულ ოჯახს! პატარა მედეა დავითურს უმძიმესი დიაგნოზი დაუსვეს და სასწრაფოდ საჭიროებს მკურნალობას საზღვარგარეთ. GE73BG0000000851885700 (ანგარიშის ნომერი „საქართველოს ბანკში“).“-წერს სალომე ზურაბიშვილი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები