შსს: „თავისუფალი ზონის” ოფისთან გამართულ აქციაზე 8 პირია დაკავებული

 

    თბილისში, “თავისუფალი ზონის” ოფისთან გამართულ აქციაზე 8 მონაწილე დააკავეს. ამის შესახებ „კვირას“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს. მათივე განმარტებით, დაკავებული 8 პირიდან 4 პირი თვითმმართველობის ერთეულის იერსახის დამახინჯებისთვის ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 150-ე მუხლით დააკავეს; წვრილმანი ხულიგნობისთვის 166-ე მუხლით დაკავებულია 1 პირი, ხოლო 2 პირი პოლიციელის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობის გამო 173-ე მუხლით დააკავეს.
“თავისუფალი თაობის” წევრები “თავისუფალი ზონის” ოფისის ფანჯრებზე ნიკა მელიას ბანერის წითელი საღებავებით შეღებვას ცდილობდნენ.
აღნიშნული გააპროტესტეს აქციის მონაწილეებმა, კერძოდ, “თავისუფალი თაობის” წევრებმა. მათ “თავისუფალი ზონის” ოფისში შესვლა სცადეს, თუმცა ამის საშუალება მათ სამართალდამცველებმა არ მისცეს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები