მუსხელიშვილი საქალაქო სამსახურის ხელმძღვანელად კალაძის ცოლისძმის კანდიდატურის განხილვას ადასტურებს

   თბილისის საკრებულოს უმრავლესობის ერთ-ერთი ლიდერი გიორგი მუსხელიშვილი ადასტურებს, რომ ვიცე–პრემიერ კახი კალაძის ცოლისძმის, გიორგი არეშიძის კანდიდატურა ერთ-ერთი საქალაქო სამსახურის ხელმძღვანელის პოსტზე განიხილება. “იცნობს ეს ხალხი, რომ ამბობს, გიორგი არეშიძე ამ თანამდებობის ღირსი არ არის? 2011 წლიდან იგი “ქართული ოცნების” ახალგაზრდული მოძრაობის აქტიური წევრი იყო, 2012 წლიდან “ქართული ოცნების” ახალგაზრდულ მოძრაობას ხელმძღვანელობდა”, – აღნიშნა გიორგი მუსხელიშვილმა. როგორც მუსხელიშვილმა აღნიშნა, სოციალური მომსახურებისა და კულტურის საქალაქო სამსახურის დაყოფა სამ ახალ საქალაქო სამსახურად აუცილებელი იყო. მისი აზრით, თითოეულ სფეროს თავისი ხელმძღვანელი უნდა ჰყავდეს. აირჩიე სტიკერი ან ემოცია

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები