ლევან ყიფიანმა ახალგაზრდული ოლიმპიადისთვის მშენებარე ობიექტები დაათვალიერა

23 სექტემბერს, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრმა ლევან ყიფიანმა და მინისტრის მოადგილე აკაკი ლოდიამ თბილისის 2015 წლის ახალგაზრდული ოლიმპიური თამაშებისთვის მშენებარე საცურაო აუზი და მრავალფუნქციური სპორტის სასახლე დაათვალიერეს. ლევან ყიფიანს და აკაკი ლოდიას მასპინძლობა „სპორტმშენსერვისის” დირექტორმა ლევან ტარყაშვილმა გაუწია. ჟურნალისტების შეკითხვებს საწყალოსნო სახეობათა ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტმა ალექსანდრე ნიკოლეიშვილმა და ხელბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა ზურაბ კაკაბაძემ უპასუხეს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები