ტელეპორტაციის ექსპერიმენტები გრძელდება

ამერიკელმა მეცნიერებმა მიკრონაწილაკების ტელეპორტაციის საკითხში სერიოზულ წარმატებებს მიაღწიეს. დელფტის უნივერსიტეტის ნანომეცნიერების დეპარტამენტის კვანტური ფიზიკის სპეციალისტებმა სამეცნიერო ექსპერიმენტის შედეგები ჟურნალ „Science”-ში გამოაქვეყნეს. მათი თქმით, ექსპერიმენტის შედეგად ალმასის ორ სხვადასხვა ნაჭერს შორის კვანტური ინფორმაციის გადაგზავნა მოხერხდა, რომლებსაც ერთმანეთისგან 3 მეტრი აშორებდათ.
მიუხედავად იმისა, რომ ეს ტელეპორტაცია არაა ისეთი პროცესი, რომელიც წარმოდგენილია სამეცნიერო ფანტასტიკაში, კვლევის ერთ-ერთი ავტორის, პროფესორ რონალდ ჰანსონის თქმით, შესაძლებელია, ვარსკვლავური გზის (Star Trek) სტილის ტრანსპორტერი მომავალში რეალობად იქცეს.
„რის ტელეპორტირებასაც ვახდენთ, არის ნაწილაკის მდგომარეობა”, – აღნიშნა პროფესორმა ჰანსონმა.
ტელეპორტაციის ექსპერიმენტები გრძელდება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები