ლემპარდის გოლმა „ჩელსის“ სტაჟიანი გულშემატკივარი მოკლა (ვიდეო)

„მანჩესტერ სიტი“-სა და ლონდონის „ჩელსი“-ს შორის გამართულ შეხვედრაში მანჩესტერელთა მხრიდან ერთადერთი გოლი ფრენკ ლემპარდმა გაიტანა და თავის გუნდს ფრე მოუტანა. როგორც დღეს გაირკვა, ამ გოლმა ლონდონის „ჩელსის“ სტაჟიანი გულშემატკივრის, უგანდელი პროფესიონალი ფეხბურთელის ფახად მუსანის სიცოცხლე შეიწირა.
გამოცემა „The Guardian“-ის ინფორმაციით, უგანდელი ფეხბურთელი ლონდონელთა თავგამოდებული ქომაგი გახლდათ და ის ფაქტი, რომ „ჩელსის“ კარებში გოლი მისი საყვარელი გუნდის ლეგენდამ და ექს-კაპიტანმა გაიტანა, მისმა გულმა ვერ აიტანა. როგორც ფახადის ახლობლები ჰყვებიან, ის სრულიად ჯანმრთელი იყო, მაგრამ ლემპარდის გოლის შემდეგ უმალვე ცუდად გახდა. ფახად მუსანი სწრაფად წაიყვანეს საავადმყოფოში, თუმცა ამაოდ – ექიმებმა გულის ინფარქტის შედეგად მისი სიკვდილი დაადასტურეს.

[youtube url=”https://www.youtube.com/watch?v=mpsiPClpdzg” width=”560″ height=”315″]

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები