ფეისბუქი ფასიანი ხდება

ფეისბუქი ფასიანი ხდება, – ამის შესახებ ინფორმაციას „ნეშენელ რეპორთი“ ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, სოციალურ ქსელ ფეისბუქის დამფუძნებელმა და გენერალურმა დირექტორმა მარკ ცუკერბერგმა განაცხადა, ფეისბუქმომხმარებლებისთვის ყოველწლიურად გადასახადი დაწესდება.
„დიდი ხნის ფიქრის შემდეგ, საბოლოოდ, იძულებულნი გავხდით, ყოველწლიური გადასახადი დაგვეწესებინა.თუ ჩვენ არ მივხედავთ ჩვენს დანახარჯებს, რომლებიც მუდმივად იზრდება, ფეისბუქმა შესაძლოა, მომავალში თავისი არსებობა შეწყვიტოს“, – განაცხადა ცუკერბერგმა.
ოფიციალურად, ეს ინფორმაცია ჯერ არ დადასტურებულა. „ნეშენელ რეპორთის“ ინფორმაციით, ფეისბუქის მომხმარებლებს ყოველთვე სააბონენტო გადასახადის – 2,99 დოლარის გადახდა მოუწევთ. ეს ცვლილება ძალაში 1 ნოემბრიდან უნდა შევიდეს. ანალიტიკოს დეილ სეკრაიდერის თქმით, ეს ძალიან კარგი ინფორმაციაა ფეისბუქის აქციონერებისთვის.
„ამ წლის აგვისტოში ფეისბუქზე 1 მილიარდ 317 მილიონი მომხმარებელი დარეგისტრირდა. აქედან 3/4 მაინც თუ გადაიხდის სააბონენტო გადასახადს ფეისბუქის მოხმარებისთვის, მაშინ მარტო ამ სერვისისთვის კომპანია ყოველთვიურად 3 მილიარდ დოლარს მიიღებს“.
როგორც გამოცემა წერს, სააბონენტო გადასახადის შემოღების მიზეზი ისაა, რომ ფეისბუქის რეკლამასთან დაკავშირებული წინასწარ არსებული გათვლები არ შეესაბამება მიღებულ შედეგს. ამის ფონზე კი დანახარჯი მუდმივად იზრდება. გამოცემის ინფორმაციით, ვინც სააბონენტო გადასახადს ვერ გადაიხდის, მათთვის ფეისბუქს სპეციალური პარამეტრი ექნება. ამისთვის აუცილებელია სტატუსის დაწერა: „ფეისბუქო, მე ღარიბი ვარ, გთხოვ გამათავისუფლე სააბონენტო გადასახადისგან“ («I AM POOR FACEBOOK PLEASE WAVE MY MONTHLY FEE»). ამ სტატუსს ასევე #FacebookMonthlyFee უნდა დაამატოთ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები