როგორ გადავალახვინოთ პატარებს საბავშვო ბაღში სიარულის შიში – ფსიქოლოგის რჩევები

  თქვენი პატარა გაიზარდა და მისი საბავშო ბაღში შეყვანა გადაწყვიტეთ? როგორც ვიცით, ეს ხშირად სირთულეებს უკავშირდება, რადგან ბავშვების უმეტესობა თავდაპირველად დედის გარეშე ახალ გარემოში მოხვედრას განიცდის და წინააღმდეგობას წევს. შესაძლოა, რამდენიმე დღე გავიდეს და თქვენი შვილი ბაღში ისევ ტირილით, ან საერთოდ არ რჩებოდეს. ფსიქოლოგი მანანა მელიქიშვილი მშობელბს ურჩევს, რომ ვიდრე შვილებს სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებაში მიიყვანდნენ ამის შესახებ პოზიტიურად ესაუბრონ. სასურველია, პედაგოგიც გავაცნოთ და წინასწარ დავათვალიერებინოთ კიდეც ადგილი, სადაც ბავშვი ივლის. გარდა ამისა, ფსიქოლოგის თქმით, შეგუებისას მნიშვნელოვანია, რომ აღმზრდელი ბავშვებს თბილად და ყურადღებით მოექცეს, მშობელთან კი ხშირი კომუნიკაცია ჰქონდეს იმისთვის, რომ აღსაზრდელის ხასიათის თავისებურებების შესახებ შეიტყოს.
„ვიდრე ბავშვი საბავშო ბაღში წავა, მშობელი ამის შესახებ პოზიტიურად უნდა ესაუბროს. მაგალითად უნდა უთხრას, რომ ის უკვე გაიზარდა და წავა ბაღში, სადაც ბევრი სათამაშოა. კარგი იქნება, თუ საბავშო ბაღს წინასწარ დაათვალიერებინებს, მისთვის ძალიან უცხო რომ აღარ იყოს და გააცნოს პედაგოგი, ვისთანაც ყოფნა მოუწევს. პედაგოგი კი თბილად უნდა მოექცეს, მოეფეროს. ზოგიერთ ბავშვს შეიძლება არ უყვარდეს ფიზიკური კონტაქტი. ეს უნდა გაითვალისწინოს და სიტყვიერად გამოხატოს სითბო. ასევე უნდა შეეცედოს, სათამაშოებით და სხვადასხვა აქტივობებით დააინტერესოს. მშობელმა კი პედაგოგს არ უნდა დაუმალოს არაფერი, უნდა უთხრას თუ რა პრობლემები აქვს, როგორია მისი ხასიათის თავისებურებები, რაზე აქვს დადებითი ან უარყოფითი რეაქცია და რაზე არა. ვიდერ სასწავლო პროცესი დაიწყება სასურველია, პედაგოგი გაეცნოს ბავშვის დახასიათებას მშობლისგან. იგივე ფიზიკური კონტაქტის შესახებ ჰკითხოს მოსწონს თუ არა“, – ამბობს ფსიქოლოგი “კვირასთან” საუბრისას.10708025_943711978990152_1754767990_n
მელიქიშვილის განმარტებით, ბაღიდან დაბრუნებულ შვილს მშობელი უნდა ესაუბროს, მისგან მოვისმინოს, რა არ მოეწონა და რატომ ამბობს უარს იქ დაბრუნებაზე. ფსიქოლოგი მშობელებს ურჩევს საშიშ ობიექტთან ნაბიჯ-ნაბიჯი მიახლოების მეთოდი გამოიყენონ, მათი პატარები დღითი-დღე მიუახლოვინ ბაღს, ხოლო თუ დარჩენა არ უნდათ, ნუ დააძალებენ და მათი დატოვება მეორე დღეს სცადონ.
„უნდა გაარკვიოს რატომ არ უნდა წასვლა, რა არ მოეწონა და თუ შესაძლებელია, გამოასწოროს სიტუაცია. ბავშვს უნდა მოვუსმინოთ. კატეგორიულად არ უნდა უთხრას – აუცილებლად წახვალ. არსებობს საშიშ სიტუაციასთან ნაბიჯ-ნაბიჯი მიახლოების მეთოდი. ჩავაცვათ და უთხრათ, რომ ბაღში მივდივართ. თუ არ უნდა წასვლა და ძალიან ტირის, მაშინ ერთ დღეს კარამდე მივიდეთ, მეორე დღეს ქუჩაში გავიდეთ და მოვბრუნდეთ, მერე ბაღამდე და შემოვბრუნდეთ. ასე საშიშ ობიექტს თანდათან უახლოვდებით. ასე შიშის გრძნობა მცირდება“, – აღნიშნავს ფსიქოლოგი.
„კვირასთან“ საუბრისას ერთ-ერთი აღსაზრდელის დედა მარიამ კურცხალია მისი შვილის საბავშვო ბაღში მიყვანას და მასთან დაკავშირებულ პრობლემებს იხსენებს. კურცხალია აღნიშნავს, რომ მისი 3 წლის ბიჭუნა ბაღში ყოფნის შეუგუებლობის გამო ერთი კვირის განმავლობაში ყოველდღიურად ტიროდა.
„მთელი კვირა ორივე, მე გარეთ მის მოლოდინში და ის იქ, ბაღში ტიროდა. ძალიან განვიცდიდი, მაგრამ იმედი მქონდა, რომ შეეჩვეოდა და ასეც მოხდა, თუმცა ეს ძალიან ძნელად გადავიტანეთ“, – ამბობს მშობელი.
აღნიშნულის შესახებ ფსიქოლოგი მანანა მელიქიშვილი ამბობს, რომ ეს ნორმაა. მისი განმარტებით, დასაშვებია, რომ ბავშვის წუხილი 2 კვირაც კი გაგრძელდეს, თუმცა ამის შემდეგ ვითარება უკვე საგანგაშოა და მშობელმა დასახმარებლად ფსიქოლოგს უნდა მიმართოს.
„ძირითდად ბავშვების უმრავლესობას დისკომფორტი 2 კვირაში ეხსნება. ის, რომ ბავშვი ცოტას იტირებს, ეს ნორმალურია. მთავარია, რომ ეს ხანგრძლივად არ გაგრძელდეს. როდესაც დიდ ხანს არ ჩერდება და კატეგორიულად არ უნდა წასვლა, ეს უკვე პრობლემაა. თუ ორი კვირის მერეც გაგრძელდა უმჯობესია ბავშვთა ფსიქოლოგი ჩავრთოთ იმისთვის, რომ დავინახოთ რა არის მიზეზი. შესაძლოა ბავშვის ბრალი სულაც არ იყოს და ბაღში იყოს არასასულრველი გარემო. არის შემთხვევა, როდესაც ბავშვს მისი ჯგუფის წევრი ცუდად ექცევა და ჩაგრავს. უნდა გავარკვიოთ რა ხდება და ამაში მშობელს ფსიქოლოგი დაეხმარება“, – აღნიშნავს მანანა მელიქიშვილი.
როგორც მშობელი მარიამ კურცხალია იხსენებს, მის ბიჭუნას ეშინოდა, დედას მის წასაყვანად აღარ მივიდოდა.
„მას შემდეგ, რაც შეეჩვია ბაღში სიარულს მითხრა, რომ ეგონა დედა მას იქ დატოვებდა. როცა მიხვდა, რომ ყოველდღე მივდიოდი მის წამოსაყვანად ნელა-ნელა შეეჩვია კიდეც. იმაშიც გამიმართლა, რომ ძალიან კარგი პედაგოგი ჰყავდა და ამ მხრივს პრობლემას არ წავაწყდით“, – იხსენებს კურცხალია.
ფსიქოლოგი კი განმარტავს, რომ აღნიშნულის მიზეზი არასანდო მიჯაჭვულობაა, რაც იმას ნიშნავს, რომ ბავშვი ძალიან არის დედაზე დამოკიდებული, თუმცა მის მიმართ ნდობა არ აქვს. მისი თქმით, ეს ჩვილობიდანვე მოდის – როდესაც ის ტირის და ყურადღებას დროულად არ აქცევენ ფიქრობს, რომ ის მარტოა, ნდობას კარგავს.
„ძირითად მიზეზი არის მშობლებთან არსანდო მიჯაჭულობა. ბავშვს, როდესაც აქვს სანდო მიჯაჭულობა ზუსტად იცის, რომ დედა წავა და ის აუცილებლად დაბრუნდება, მას არ დატოვებს. თუ არასანდო მიჯაჭულობაა, მას არ აქვს იმედი, რომ დედა დაბრუნდება და წაიყვანს. თავიდანვე უნდა ვიზრუნოთ, რომ არ შევქმნათ ასეთი პრობლემები. ამას არაჰარმონიული აღზრდა იწვევს, როდესაც აღზრდა ადეკვატურია და ყურადღებას დროულად არ აქცევს. ჩვილობიდან მოდის ეს. როდესაც ტირის და ყურადღებას არავინ აქცევს, ის ფიქრობს, რომ მე მიჭირს და ყურადღებას არავინ არ მიაქცევს, უნდობლობის განცდა უყალიბდება“, – განმარტავს მანანა მელიქიშვილი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები