დღეს სინოპტიკოსები საქართველოში ნალექს ელოდებიან

  სინოპტიკოსები დღეს საქართველოში ნალექს ელოდებიან.
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, დღეს დასავლეთ საქართველოში ძლიერი ნალექი შენარჩუნდება. რაც შეეხება აღმოსავლეთ საქართველოს, ზოგიერთ რეგიონში იწვიმებს, თუმცა ნავარაუდევია სეტყვაც. დაუბერავს დასავლეთის ქარი 10-15 მეტრი/წამში.
დასავლეთ საქართველოს დაბლობში ტემპერატურა კვლავ 18-23 გრადუსამდე გათბება, მთაში 13-18, ხოლო მაღალ მთაში 9-14 გრადუსამდე.
აღმოსავლეთ საქართველოს ბარში 21-26 გრადუსი სითბო იქნება, მთაში 15-20, მაღალ მთაში კი 9-14 გრადუსამდე.
დღეს თბილისშიც ხანმოკლე წვიმაა მოსალოდნელი, დაუბერავს ჩრდილო-დასავლეთს ქარი 17-22 მეტრი/წამში. ტემპერატურა 24 გრადუსს გაუტოლდება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები