ოზურგეთის საავადმყოფოში 2 წლის ბავშვი გარდაიცვალა

გუშინ, ოზურგეთის სამედიცინო ცენტრში 2 წლის ბავშვი გარდაიცვალა. ინფორმაცია ტელეკომპანია “რუსთავი 2”-მა გაავრცელა. წყაროს ცნობით, მცირეწლოვანი, ჩოხატაურის რაიონიდან გუშინ დილით ოზურგეთის სამედიცინო ცენტრში უგონო მდგომარეობაში მიიყვანეს. როგორც გარდავლილის ახლობლები აცხადებენ, ბავშვის ბათუმის საავადმყოფოში გადასაყვანად ექიმები და ოჯახის წევრები რამდენიმე საათის განმავლობაში რეფერალური სამსახურის რეანომობილს ელოდებოდნენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები