კახა კალაძე: საქართველოში 700-დან 800 მილიონამდე ინვესტიცია განხორციელდება

  საქართველოში 700-დან 800 მილიონამდე ინვესტიცია განხორციელდება, – განცხადება ამის შესახებ აზერბაიჯანში ოფიციალური ვიზიტით მყოფმა ვიცე-პრემიერმა კახა კალაძემ გააკეთა. მისივე განმარტებით, მნიშვნელოვანია, რომ ჩვენს ქვეყანას დამატებითი მოცულობის გაზი დარჩება.
“ჩვენი ქვეყნის გავლით ხდება შაჰ-დენიზის მე-2 ფაზის პროექტის განხორციელება. დამატებითი მოცულობები დარჩება ქვეყანას, 16 მილიარდამდე გაიზრდება გამტარუნარიანობა. რა თქმა უნდა, საინტერესოა იმ მხრივ, რომ საქართველოში დაახლოებით, 700-დან 800 მილიონამდე ინვესტიცია განხორციელდება, რაც ნიშნავს იმას, რომ ბევრი ადამიანი იქნება დასაქმებული. სამუშაო ადგილები შეიქმნება და რაც ყველაზე მთავარია და მნიშვნელოვანია, რომ ჩვენს ქვეყანას დამატებითი მოცულობის გაზი დარჩება”, – განაცხადა კალაძემ.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს დელეგაცია პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით, აზერბაიჯანში იმყოფება. პრემიერმა ბუნებრივი აირის სამხრეთის დერეფნის საძირკვლის ჩაყრის ცერემონიაში მიიღო მონაწილეობა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები