მიხეილ სააკაშვილის და მისი ოჯახის დაყადაღებული ქონების ჩამონათვალი

მიხეილ სააკაშვილის ადვოკატმა იმ ქონების ჩამონათვალი დაასახელა, რომელიც ყოფილ პრეზიდენტს და მის ოჯახს დაუყადაღდა. ოთარ კახიძის განცხადებით, დაყადაღებულია მიხეილ სააკაშვილის , მისი მეუღლის, შვილების, დედის, მამის და ბებიის ქონება.
დააყადაღებულია ყვარელში სააკაშვილის საკუთრებაში არსებული სასოფლო-სამეურნეო მიწა, რომლის ფართობიც 2 ჰექტარზე ნაკლებია, ასევე ყვარლის საცხოვრებელი სახლი 75 კვადრატული მეტრის ფართით; ბებიის მზია წერეთლის 500 კვადრატული მეტრი ნაკვეთი ოზურგეთში და მისი 10 წლის ავტომობილი “ტოიოტა რავ” 4; ასევე გიული ალასანიას საკუთრებაში არსებული 0.2 ჰექტარზე ნაკლები ფართობის მიწის ნაკვეთი ყვარელში; მეუღლის სანდრა რულოვსის საკუთრებაში არსებული ბინა და მანსარდა თბილისში; ბებიის საკუთრებაში არსებული მშენებარე ბინა თბილისში და 17 წლის “ჰონდა აკორდი”.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები