აჭარაში 42 მილიონ დოლარიანი ინვესტიცია განხორციელდება

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ერთ-ერთი მსხვილი თურქული ჰოლდინგის ,,მეტრო ტიკარის“ ხელმძღვანელს, გალიპ ოსტურკს შეხვდა. ჰოლდინგი ბათუმში 42 მილიონ დოლარიანი ინვესტიციის განხორციებას იწყებს, რომლის ფარგლებში ახალი საცხოვრებელი აპარტ-ოტელი და სასტუმრო აშენდება.
,,საქართველოში უცხოელი ინვისტიციების ხელშეწყობისთვის ყველა პირობაა შექმილი, მოხარული ვარ, რომ თქვენმა კომპანიამ მსხვილი ინვესტიციის განსახორციელებლად აჭარა შეარჩია. მნიშვნელოვანია, რომ მშენებლობაზე ადგილობრივი მუშახელი დასაქმდება, ხოლო დასრულების შემდეგ რეგიონში დამატებითი ექვსასი სამუშაო ადგილი შეიქმნება“- განაცხადა შეხვედრაზე პრემიერ მინისტრმა. ,, მეტრო ჰოლდინგის“ ხელმძღვანელი გალიპ ოსტურკი თურქეთის მხვილი მეცენატების ოცეულში შედის. ,,ჩემს ყველა დიდ ინვესტიციას ქველმოქმედებით ვიწყებ, სწორედ ამიტომ სოლიდარობის ფონდში 500 ათასი ლარის შენატანს ვახორციელებ. დარწმუნებული ვარ ეს თანხა დაეხმარება ფონდს იმ კეთილ საქმეში, რასაც კიბოთი დაავადებული ბავშვების მკურნალობა ჰქვია“, – განაცხადა გალიპ ოსტურკმა.

[youtube url=”https://www.youtube.com/watch?v=OrjJgayrGyQ” width=”560″ height=”315″]

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები