“ახალი სახელები გამოჩნდნენ, ვითომ შუაშისტები, მაგრამ გაცილებით მეტი და უფრო აგრესიულები”

  ვუყურებ და მსიამოვნებს, როგორ წვალობენ ბიჭები და გოგოები, – ამის შესახებ ბიზნესმენი ქიბარ ხალვაში ფესბუქის საკუთარ გვერდზე წერს. მისი თქმით, სოციალურ ქსელში ბევრი ისეთი მეგობარი ჰყავს, რომლებიც „ნაციონალურ მოძრაობას“ ემსახურებიან.
ხალვაშის შეფასებით, ისინი ახლა გაცილებით უფრო აგრესიულები გახდნენ.
„ფბ “მეგობრებში” 2012 წლის ოქტომბრამდე იყვნენ ისეთები, რომლებზეც შემიძლია დარწმუნებით ვთქვა, რომ ნაციონალური მოძრაობის, თუ კუდის სამსახურში იყვნენ. შემდეგ ისინი გაქრნენ და ახლა ახალი სახელები გამოჩნდნენ, ვითომ შუაშისტები, მაგრამ გაცილებით მეტი და უფრო აგრესიულები. ეხლა კუდის სამსახურში არ აირიან, მაგრამ ნაცებს კი ემსახურებიან და დარწმუნებული ვარ გასამრჯელოსაც იღებენ. ხომ არ წავშლი? ვუყურებ და მსიამოვნებს, როგორ წვალობენ ბიჭები და გოგოები. კიდევ დიდხანს მოგიწევთ წვალება. აბა თავისუფალი ზონის, კობა ხაბაზის და წიკლაურის იმედზე იყავით თქვენ. მაგათი გადატრიალებულის კიდე…“, – წერს ხალვაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები