სასწრაფოდ: ამ წუთებში გორში ორსართულიანი სახლი იწვის (ვიდეო)

ქალაქ გორში, აღმაშენებლის გამზირზე ორსართულიანი სახლი იწვის. ადგილზე მობილიზებულია ორი სახანძრო ბრიგადა და საპატრულო პოლიცია. მეხანძრეები ცეცხლის ლოკალიზებას ამ დრომდე ვერ ახერხებენ. როგორც “კვირას” შიდა ქართლის საგანგებო და გადაუდებელი სიტუაციების სამსახურში განუცხადეს, შესაძლოა ცეცხლი ახლომდებარე საცხოვრებელ სახლსაც გადაედოს.
ადგილობრივების განცხადებით, სახლი მეპატრონეს დაგირავებული აქვს. მათივე თქმით, არავინ იცის იმყოფებოდა თუ არა სახლში ვინმე.
ხანძრის გამომწვევი მიზეზები ჯერჯერობით უცნობია.”კვირა” დამატებით ინფორმაციას ხანძართან დაკავშირებით მოგვიანებით მოგაწვდით.

 

[youtube url=”https://www.youtube.com/watch?v=3AHxqkTMf6o&feature=youtu.be” width=”560″ height=”315″]

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები