ქართველების მონაწილეობით უკრაინაში ნატოს სამხედრო წვრთნა გაიმართება

ნატო უკრაინაში სამხედრო წვრთნების ჩატარებას გეგმავს, რომელში მონაწილეობას ქართველი სამხედროებიც მიიღებენ, – ამის შესახებ ინფორმაციას “როიტერი” ავრცელებს. სამხედრო წვრთნა სახელწოდებით „სწრაფი სამკაპი“ 16-19 სექტემბერს დასავლეთ უკრაინაში გაიმართება. მასში მონაწილეობას ათასი ნატოს წევრი და სხვა სახელმწიფოების ჯარისკაცი მიიღებს. “როიტერის” ინფორმაციით, სამხედრო წვრთნებში 200 ამერიკელი ჯარისკაცი მიიღებს მონაწილეობას. „სწრაფი სამკაპის“ დანარჩენი მონაწილეები კი შემდეგ ქვეყნებიდან იქნებიან: უკრაინა, საქართველო, დიდი ბრიტანეთი, კანადა, აზერბაიჯანი, გერმანია, ლატვია, ლიტვა. მოლდოვა, ნორვეგია, პოლონეთი, რუმინეთი და ესპანეთი. წვრთნისას მთავარი აქცენტი სამშვიდობო ოპერაციებსა და ასაფეთქებელი მოწყობილობების გაუვნებელყოფაზე იქნება გაკეთებული.

წყარო: reuters.com

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები