თენგიზ კიტოვანი – მე რომ არა, მარგველაშვილი სახლში ქსოვას გააგრძელებდა, მიშა კი “კვერცხია”

თავდაცვის ყოფილი მინისტრი თენგიზ კიტოვანი საქართველოს პრეზიდენტის მიმართ უკმაყოფილობას გამოთქვამს. როგორც თენგიზ კიტოვანმა „კვირას“ განუცხადა, მას გიორგი მარგველაშვილმა საქართველოს მოქალაქეობა ჩამოართვა.
„მე რომ არ ვყოფილიყავი, არც ედუარდი იქნებოდა, არც მიშა და არც ეს. იჯდებოდა სახლში, ქსოვას გააგრძელდებოდა. საქართველოს მოქალაქეობა როგორ ჩამომართვა, მას ამის უფლებაც არ ჰქონდა, 8 წელი პარლამენტის დეპუტატი ვიყავი და დიდი წვლილი მაქვს სახელმწიფოს ჩამოყალიბებაში. მე ჩამოვიყვანე ედუარდი, მე რომ წავედი, მერე ედუარდმა მოიყვანა მიშა… მიშა კიდევ კვერცხია, მან საქართველოს მოქალაქეობა უცხო ქვეყნის 1500 მოქალაქეს აჩუქა“, – აცხადებს თენგიზ კიტოვანი.
როგორც თავდაცვის ყოფილი მინისტრი აცხადებს, 1977 წელს, როდესაც მან სმოლენსკის საპატიმრო დატოვა, მაშინ საბჭოთა კავშირის მოქალაქის პასპორტი მისცეს. მისი თქმით, როდესაც საქართველო დატოვა, მან რუსეთის ხელისუფლებას განცხადებით მიმართა და რუსეთის მოქალაქეობა მოითხოვა. მას შემდეგ, რაც თენგიზ კიტოვანი საქართველოში დაბრუნდა, საქართველოს მოქალაქეობა მოითხოვა, თუმცა საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა მისი მოთხოვნა არ დააკმაყოფილა. საკითხის უკეთ შესწავლის მიზნით, „კვირა“ იუსტიციის სამინისტროს საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფაზე პასუხისმგებელი პირს ნინო დანალიას დაუკავშირდა.
სააგენტოს სამოქალაქო აქტების და მოსახლეობის რეგისტრაციის სამსახურის მთავარმა სპეციალისტმა კანონი მოიშველია და განაცხადა:
„პერსონალური მონაცემების გაცემა კანონით იკრძალება, შესაბამისად ვერ მოხერხდება მოქალაქის პერსონალური მონაცემების გაცემა“, – აღნიშნა ნინო დანელიამ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები