შსს-მ ბათუმში განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკი ამოიღო (ვიდეო)

შსს-ს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სამმართველოს თანამშრომლებმა, ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1977 წელს დაბადებული, რუსეთის ფედერაციის მოქალაქე კონსტანტინ ი. განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით ბათუმში დააკავეს.
შს სამინისტროს ინფორმაციით, სამართალდამცველებმა დაკავებულის დროებითი საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას 6 პაკეტად დაფასოებული 13,248 გრ. მეტამფეტამინი და 3 შეკვრად დაფასოებული 2,443 გრ. მეთილენ-დიოქსი-მეტამფეტამინი ამოიღეს. დაკავებისას კონსტანტინ ი. ნარკოტიკული საშუალების ზემოქმედების ქვეშ იმყოფებოდა. გამოძიება განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტზე მიმდინარეობს.

[youtube url=”https://www.youtube.com/watch?v=f86Jwc7M7_w&feature=youtu.be” width=”560″ height=”315″]

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები