თორნიკე ბიძინაშვილი: როგორი იქნება სექტემბრის თვე ჰოროსკოპის ნიშნებისთვის

სექტემბრის დასაწყისში გაძლიერებული იქნება მზარდი მთავრის ზეგავლენა ხოლო 9 სექტემბერს დაემატება სამვსემთავრეობის ენერგია, მერკური 2 სექტემბერს გადავა სასწორის ზოდიაქოს ნიშანში. ბიოსფეროს მდგომარეობა გაუარესდება სექტემბრის პირველ დეკადაში, 5-დან 10-მდე საკმაოდ ნეგატირუი პერიოდია. ამ დროს მარსი სატურნის შეერთება და მათი ნეგატიური კონფიგურაცია იუპიტერთან. უნდა ველოდოთ დიდ მოვლენებს ბირჟებზე, ასევე შეიძლება მოხდეს რიგი სერიოზული სოციალური ნეგატიური ცვლილებები, მოვლენები, ნაციონალური და შიდა კონფლიქტები, რომლის მიზეზი შეიძლება იყოს არაადეკვატური კანონები ან გადაწყვეტილებები.
პლანეტა ვენერა 5 სექტემბერს გადაინაცვლებს ქალწულის ზოდიაქოში და მისმა ზემოქმედებამ შეიძლება ნეგატიურად განაპირობოს დიპლომატიური ურთიერთობები ქვეყნებს შორის. არახელსაყრელი პერიოდია ასევე მგზავრობისთვის, სარისკო საქმეების დასაწყებად, უძრავ-მოძრავი ქონების ყიდვა – გაყიდვისთვის, ადგილსამყოფელის შეცვლითვის და დაუფიქრებელი მოქმედების განსახორციელებლად. სავსემთვარეობის ენერგია თევზის ზოდიაქოს ნიშანში გაძლიერდება სატურნის-მარსის შეერთებით მორიელში, რაც იქნება აგვისტოში ნეგატიური მოვლენების კუდის მოქნევა. გამწვავდება ურთიერთობები როგორც, საქმიან ასევე სასიყვარულო სფეროში, ბავშვებთან, ნათესავებთან.10617217_10152376944744779_1065585881_n
ასევე 8 და 10 სექტემბრის პერიოდი ესაა ძლიერი ფსიქოემოციური გადატვირთვის პერიოდი, ამიტომ სერიოზულ საბედისწერო, სარისკო გადაწყვეტილებები ჯობია გადადოთ სექტემბრის მეორე , მესამე დეკადაში, როცა დედამიწის ბიოსფეროს მდგომარეობა იქნება უფრო ჰარმონიული . ამ დროს არსებული მდგომარეობა თვის მეორე ნახევრის დადებითად აისახება აქციებზე და მოსალოდნელია კურსის მატება, გააქტიურდება საინვესტიციო და საქმიანი მოქმედებები, გაჩნდება კონსტრუქციული და შემოქმედებითად გადაწყვეტა გარკვეული საკითხების. ეს პერიოდი ასევე კარგია ახალი პროექტების განსახორციელებლად, ახალ სამსახურში გადასასვლელად ან ახალი სამსახურის დასაწყებად, უფროსობასთან და ქვეშერმდომებთან ნდობის მოსაპოვებლად.
14 სექტემბრის მერე , როცა მარსი გადავა მშვილდოსანში, დადებითად წარიმართება მგზავრობები, საქმიანი ვიზიტები და მოლაპრაკებები ჩაივლის საქმიან სასიამოვნო გარემოში.
ხოლო სექტემბრის მესამე დეკადის დასაწყისში 22 სექტემბრის მერე, ბევრი ჩვენგანი იგრძნობს შემოქმედებით და სულიერ ზრდას. პლანეტა ვენერა სექტემბრის თვეში იმოძრავებს ქალწულის ზოდიაქოს ნიშანში, რაც საშუალებას მოგვცემს უფრო რაციონალურად, პრაგმატულად და შემოქმედებითად გამოვიყენოთ ჩვენი პროფესიონალური შესაძლებლობები და გამოცდილება, ასევე მივიზიდოთ ჩვენს პროექტებში ან ასაქმიანობაში უფრო კომპეტენტური პარტნიორები ან ინვესტორები.
მას შემდეგ რაც მზე გადავა (23 სექტემბერი) სასწორის ზოდიაქოს ნიშანში ბევრ ადამიანს დაეწყება სასიცოცხლო ძალების მატება და მიეცემა საშუალება უფრო ადვილად მიაღწიოს სასურველ შედეგს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები