საქართველო უკრაინას ჰუმანიტარულ დახმარებას გაუწევს

   საქართველო უკრაინას ჰუმანიტარულ დახმარებას გაუწევს, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებს დარიალის ხეობაში, თემის კომენტირებისას განუცხადა.
როგორც პრემიერმა აღნიშნა, მისი დავალებით ჯანდაცვის მინისტრი დავით სერგეენკო უკრაინაში იმყოფებოდა და შექმნილ ვითარებას ადგილზე გაეცნო.
„უკრაინას დღეს სერიოზული პრობლემები აქვს და ჩვენ მზად ვართ, გავუწოდოთ დახმარების ხელი, იქნება ეს ბავშვების და დაზარალებულების საქართველოში გადმოყვანა და მკურნალობა თუ – ადგილზე ჰუმანიტარული დახმარება“, – აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები