ალყაში მოქცეულ ქართველებთან დაკავშირებით არსებულ ინფორმაციას საკონსულო გამოეხმაურა

     ალყაში მოქცეული ორი ქართველის შესახებ ოფიციალურ ინფორმაციას, უკრაინაში საქართველოს საკონსულოში არ ფლობენ. როგორც „კვირას“ უკრაინაში საქართველოს საპატიო კონსულმა კონსტანტინე საბიაშვილი განუცხადა, საკონსულო საქართველოს ორი მოქალაქის შესახებ იდენტიფიცირების საკითხზე უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროსთან ერთად მუშაობს. „დონბასში საქართველოს მოქალაქების არსებობის შესახებ ოფიციალურ ინფორმაციას არ ვფლობთ. დღეს გამოქვეყნდა სია, იმ მოქალაქეების, რომლებიც დონბასში ალყაში არიან მოქცეულები. არსებობს ინფორმაცია, რომ 27 პირს შორის, არის საქართველოს ორი მოქალაქე, ახლა ვახდენთ ამ მოქალაქეების იდენტიფიცირებას, რათა გავარკვიოთ არიან თუ არა ისინი საქართველოს მოქალაქეები, თუ ეროვნებით ქართველები. ჩვენ ვმუშაობთ უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროსთან ერთად ამ ორი პიროვნების იდენტიფიცირების საკითხზე და გავარკვევთ რამდენად შეესაბამება სიმართლეს გავრცელებული ინფორმაცია. „ – აღნიშნა „კვირასთან“ საუბრისას საპატიო კონსულმა. ამასთან, კონსტანტინე საბიაშვილი საქართველოს მოქალაქეებს აფრთხილებს, რომ თავი შეიკავონ უკრაინაში, დონბასისა და ლუგანსკის ოლქების მიმართულებით გადაადგილებისკენ. „ვთხოვ ყველა მოქალაქეს, თავი შეიკავონ უკრაინაში, დომბასის და ლუგანსკის ოლქების მიმართულებით გადაადგილებისკენ. საელჩოში არის ცხელი ხაზი, რომელიც 24 საათიანი რეჟიმით მუშაობს. ნებისმიერი საჭიროების შემთხვევაში, რომელიც ეხება საქართველოს მოქალაქეებს, ჩვენ მზად ვართ, დახმარება გავუწოთ მათ“, – აცხადებს კონსტანტინე საბიაშვილი. შეგახსენებთ, რომ დღეს გავრცელებული ინფორმაციით, დონბასის ბატალიონში, რომელიც ალყაშია მოქცეული, ორი ქართველიც იმყოფება.
არსებული ცნობით, აღმოსავლეთ უკრაინაში რამდენიმე ქართველი იბრძვის. “დონბასის” ბატალიონის მეთაური სიმიონ სემენჩენკო სოციალურ ქსელში წერს, რომ დონეცკის ოლქის ქალაქ ილოვაისკში უკრაინელი სამხედროების კოლონა, რომელიც მოხალისეეებისგან შედგება, ტერორისტების ალყის გარღვევას შეეცადა, თუმცა, კვლავ ალყაში მოექცნენ. “ალყიდან გამოსვლისას ჩვენი მებრძოლები კვლავ ალყაში მოექცნენ”, – დაწერა ბატალიონ “დონბასის” მეთაურმა “ფეისბუქზე”.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები