ფოთში ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა – დაშავებულია 5 ადამიანი

სამეგრელოში, ფოთი – თეკლათის საავტომობილო გზაზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. “კვირას” ინფორმაციით, ფოთისკენ მომავალი „მერსედესის“ მარკის ავტომობილი ხეს შეეჯახა. მომხდარის შედეგად დაშავებულია ხუთი ადამიანი, ისინი ამ დროისთვის გადაყვანილნი არიან რაიონულ საავადმყოფოში.
როგორც „კვირას“ შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურში განუცხადეს, აღნიშნულთან დაკავშირებით მიმდინარეობს გამოძიება. უწყების ინფორმაციით, საქმე აძრულია სისხლის სამართლის კოდექსის 276 მუხლით.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები