თურქეთის პრემიერ-მინისტრი ახმეტ დავუთოღლუ გახდა

თურქეთს ახალი პრემიერ-მინისტრი ჰყავს, – ახმედ დავუთოღლუ პრეზიდენტმა რეჯეფ ტაიპ ერდოღანმა მმართველი პარტიის ყრილობაზე დაასახელა. ახმედ დავუთოღლუ აქამდე თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრის თანამდებობას იკავებდა.
ასევე ვრცელდება ინფორმაცია, რომ ახმეტ დავუთოღლუ მმართველი სამართლიანობისა და განვითარების პარტიის დროებით ხელმძღვანელადაც დაინიშნა.
რეჯეფ ტაიპ ერდოღანი თურქეთის პრეზიდენტად 10 აგვისტოს აირჩიეს. ინაუგურაცია 28 აგვისტოს გაიმართება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები