სვანეთში ადგილობრივებმა სამართალდამცველთა მანქანა დააზიანეს

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლების ხელთ არსებული ინფორმაციის საფუძველზე, დეპარტამენტის მიერ მისთვის კანონმდებლობით მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში, სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში განხორციელდა ხე-ტყის უკანონო ჭრის, გადამუშავებისა და ტრანსპორტირების ფაქტების აღკვეთა-გამოვლენის მიზნით შესაბამისი ღონისძიება.
მოსახლეობა არ დაემორჩილა გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლების კანონიერ მოთხოვნას, გაუწიეს წინააღმდეგობა და გამოავლინეს აგრესია მათ მიმართ, რის შემდეგაც საჭირო გახდა შსს-ს თანამშრომელთა გამოძახება დახმარების მიზნით, რა დროსაც ადგილობრივთა მხრიდან, შსს-ს წარმომადგენელთა მიმართაც გამხორციელდა აგრესია და დააზიანდა შსს-ს კუთვნილი ავტომობილი. გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლების მიერ, სამკერდე კამერების მეშვეობით, დეტალურად არის გადაღებული ადგილობრივთა აგრესიის ამსახველი მასალა, ისევე როგორც სახელმწიფო უწყებების მუშაობის ამსახველი ვიდეო მასალა.
ჩატარებული ღონისძიების შედეგად, სოფლებში – ჭუბერი, იდლიანი და ვედი უკვე გამოვლინდა შემდეგი დარღვევები: აღმოჩენილი იქნა დაურეგისტრირებელი, უკანონო სახრეხები, უკანონოდ მოპოვებული (დაუფირნიშებელი ) მორები, ტრასპორტირება ხორციელდებოდა ავტომანქანებით, რომელთაც არ გააჩნდათ სანომრე ნიშნები და მათზე განთავსებული იყო მორები, რომელიც მოპოვებული იყო უკანონოდ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები