სამგორის რაიონის გამგებელი ვარკეთილში მცხოვრებ დევნილებს შეხვდა

სამგორის რაიონის გამგებელი მამუკა ჩოქური ვარკეთილში, ჯავახეთის #68-ში მცხოვრებ დევნილებს შეხვდა. გამგებელმა დევნილი და სოციალურად დაუცველი რვა ოჯახი მოინახულა და მათ პრობლემებს ადგილზე გაეცნო. მამუკა ჩოქური სოციალურად დაუცველებს დაპირდა, რომ მათ პრობლემებს ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს წარმომადგენლებთან ერთად განიხილავს და შეძლებისდაგვარად დაეხმარება საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესებაში.
დღესვე საქველმოქმედო კავშირის „მადლი 2014“-ის და შპს „კატრინი“-ს წარმომადგენლებმა რაიონის გამგებელთან ერთად რვა ოჯახს, საყოფაცხოვრებო და პირველადი მოხმარების ნივთები გადასცეს.
აღნიშნულ ოჯახებს 2010 წლიდან თვითნებურად აქვთ დაკავებული ეკონომიკის სამინისტროს ბალანსზე არსებული ფართები.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები