მსჯავრდებულებმა შინდისის გმირების მემორიალთან ტაძრის მშენებლობაში მონაწილეობა მიიღეს

 შიდა ქართლის პრობაციის ბიუროში აღრიცხვაზე მყოფმა პირობით მსჯავრდებულებმა და მათმა ოფიცრებმა შინდისის გმირების მემორიალთან ტაძრის მშენებლობაში მიიღეს მონაწილეობა.
პრობაციის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, ისინი წმინდა გიორგის სახელობის ტაძრის მშენებლებს ბეტონის ჩასხმასა და სამშენებლო მასალის გადატანაში დაეხმარნენ. მათივე ინფორმაციით, ამ აქციამდე ორი კვირით ადრე, პირობით მსჯავრდებულებმა აღნიშნული მემორიალი დაასუფთავეს და, სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრ გიორგი მღებრიშვილთან ერთად, რუსეთთან ომში დაღუპული გმირების მონუმენტი გვირგვინით შეამკეს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები