ოთარ დანელია იაპონელ ინვესტორებს შეხვდა

სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ დანელია იაპონური კომპანიის “სუმიტო კორპორეიშენი – ის ცენტრალური ევრაზიის ოფისის (Sumito Corporation (central evrasia) LLC ) წარმომადგენლებს შეხვდა. კომპანია მთელ მსოფლიოში, მათ შორის დამოუკიდებელ თანამეგობრობის სახელმწიფოებში საინვესტიციო პროექტებს ახორციელებს. მათი  საქმიანობის ძირითად პროფილს წარმოადგენს: ინფრასტრუქტურა, მინერალური და ქიმიური სასუქები, სოფლის მეურნეობა, მეტალის წარმოება და საინფორმაციო-საკომუნიკაციო ტექნოლოგიები.
შეხვედრაზე ოთარ დანელიამ  საქართველოს სოფლის მეურნეობის მიმართულებით არსებულ მდგომარეობაზე და პოტენციალზე ისაუბრა. მან  ხაზგასმით აღნიშნა, რომ სოფლის მეურნეობა საქართველოს ხელისუფლებისთვის რეალურ პრიორიტეტს წარმოადგენს. მინისტრმა კომპანიის წარმომადგენლებს განხორციელებული და მიმდინარე პროექტების შესახებ მიაწოდა ინფორმაცია და აღნიშნა, რომ მთავრობა ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ ქვეყანაში სოფლის მეურნეობის დარგის სტიმულირება მოხდეს, განხორციელდეს ინვესტიციები. ეს გააძლიერებს როგორც სოფელს, ისე  ქვეყნის ეკონომიკას.
კომპანიის “სუმიტო კორპორეიშენი“ – ცენტრალური ევრაზიის უკრაინასა და კავკასიის ქვეყნებში რეგიონალური დირექტორის კინო მასაოს განცხადებით, კომპანია სწავლობს ქვეყანაში არსებულ ბიზნეს გარემოს და გეგმავს საქართველოში ბიზნესპროექტების განხორციელებას.
შეხვედრაზე მხარეებმა საქართველოს სოფლის მეურნეობაში ინვესტიციის განხორციელების შესაძლო მიმართულებებიც განიხილეს და აღინიშნა, რომ სოფლის მეურნეობის მიმართულებით ქვეყანას უდიდესი პოტენციალი გააჩნია და ნამდვილად არსებობს ხელსაყრელი ბიზნესგარემო მნიშვნელოვანი ინვესტიციების განსახორციელებლად.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები