ვანო მერაბიშვილმა ციხის თანამშრომელი სცემა

   შინაგან საქმეთა ყოფილმა მინისტრმა ვანო მერაბიშვილმა ციხის თანამშრომელს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა. ამის შესახებ სასჯელაღსრულების სამინისტროს განცხადებაშია აღნიშნული. სამინისტროს განმარტებით, მერაბიშვილს დისციპლინის დარღვევის გამო დაეკისრა პატიმრობის კოდექსით გათვალისწინებული დისციპლინური სახდელი, კერძოდ, 4 თვით (მაქსიმალური ვადაა 6 თვე) შეეზღუდა ნებადართული ნივთებით: კომპიუტერითა და ტელევიზორით სარგებლობის უფლება. მერაბიშვილის წარმომადგენლებმა აღნიშნული დისციპლინური სახდელი გაასაჩივრეს, რის შემდეგაც, მოსამართლის განჩინებით, მას სასამართლოს საბოლოო გადაწყვეტილებამდე, დროებით მიეცა კომპიუტერით სარგებლობის უფლება. აღნიშნული განჩინება სასჯელაღსრულების დაწესებულებამ შეასრულა და მას კომპიუტერი დროებით გადაეცა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები