ლელა რაზიკაშვილი – პირადი ჩანაწერები

წლიდან წლამდე ისე გადის დღეები, ვერც კი ამჩნევს დროის ცვლას. მხოლოდ იმ მნიშვნელოვანი დღის ბოლოს, როცა ყველა სტუმარს ისტუმრებს, ხვდება, რომ წელი გასულა და უკვე დროა, ახალ წელზე იზრუნოს… ეს სიყვარულია, სიყვარულია ქვეყნის კულტურის, ტკივილია უკეთესი მომავლის მოლოდინის, შეგრძნება და განცდაა თითოეული სიტყვის, ფრაზის, იდეის, რომელიც ყოველი ახალი წაკითხვის, გააზრების და წარმოთქმის მერე თითქოს ახალ იდეას კარნახობს მომავალ თაობას… ვაჟა… მომავლის შემოქმედია…
ლელა რაზიკაშვილი, – ბევრს სმენია ამ არაჩვეულებრივი ქალბატონის შესახებ. ვისაც მასთან სიახლოვე ჰქონია, დამეთანხმება, რომ მისი ენერგია მისი შემართება, მისი სიყვარული, ოპტიმიზმი და რწმენა – მხოლოდ ესაა საჭირო, რომ თითოეულმა ჩვენგანმა საკუთარი მე აღმოაჩინოს, მიხვდეს, ვისი გორისაა, რა უნდა დაიცვას, რას უნდა გაუფრთხილდეს და რისი უნდა სწამდეს, სჯეროდეს, რადგან მომავალი ვერ იარსებებს წარსულის გარეშე, ხოლო აწმყო კი მხოლოდ იმისთვისაა, რომ ის შეიქმნას…
ჩარგალი – მხოლოდ საქართველოშია შესაძლებელი სილამაზის გარეშე იხილო მთები, რომლებიც გესუბრებიან, იხილო გადამწვანებული ველები, რომლებიც გესალმებიან და სიხარულით არხევენ აქა – იქ გაფანტულ ყაყაჩოებს. მხოლოდ აქააა შესაძლებელი, იხილო მდინარე, მოჩხუბარი, მშოთვარე და, ამავდროულად, მოსაუბრე… აქ ხომ ვაჟა იშვა, და თითქოს, ისევ აქ არის და ელის ყველას, ვისაც ქართული ბუნება და ქართული სილამაზე არ განუცდია, თვალით კი არა სხეულით, გონებით… სწორედ ესაა, რომ წლიდან წლამდე ვაჟას შთამომავალს მოსვენებას არ აძლევს, მაგიური ძალით ავსებს და მუხტავს, რათა ყოველ წელს კიდევ უამრავ “ახალ ქართველს“ გააცნოს და აზიაროს ის ჯადოქრობა, რაც ვაჟამ აღმოაჩინა, ჩვენ დაგვიტოვა და მისი გადაშლა გვიქადაგა…

[youtube url=”https://www.youtube.com/watch?v=FJsLHV6zal8&feature=youtu.be” width=”560″ height=”315″]

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები