„გამოძიება უნდა ეყრდნობოდეს კონკრეტულ ფაქტებს და ასეც იქნება“

გამოძიება და კანონი შურისძიების იარაღად ნამდვილად არ უნდა იქცეს – ასე გამოეხმაურა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მაია ფანჯიკიძე ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილისთვის ბრალის წარდგენის შემდეგ საერთაშორისო საზოგადოების მხრიდან წამოსულ რეაქციას. მისი თქმით, ყველა განცხადებაში, რომელიც ამ მიმართულებით გაკეთდა, აღნიშნულია, რომ პროცესი გამჭვირვალე და სამართლიანი უნდა იყოს.
„გამოძიება უნდა ეყრდნობოდეს კონკრეტულ ფაქტებს და ეს ასეც იქნება, რის შესახებაც ჩვენს პარტნიორებს მოვახსენებთ. ყველა პროცესი, რომელიც აქამდე მიმდინარეობდა, იყო გაჭვირვალე. მას ესწრებოდნენ და აფასებდნენ საერთაშორისო ექსპერტები. არსებობს მათი შეფასებები, მოსაზრებები და ასე იქნება მომავალშიც“, – განაცხადა ფანჯიკიძემ. აღნიშნულ თემაზე კომენტარი გააკეთა საქართველოს სახელმწიფო მინისტრმა ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში ალექსი პეტრიაშვილმა. მისი თქმით, გამოძიება ობიექტური და მაქსიმალურად გამჭვირვალე უნდა იყოს.
“გამოძიება ობიექტური, მაქსიმალურად გამჭვირვალე უნდა იყოს და დაადგინოს, თუ რა ტიპის დანაშაულთან, გადაცდომებთან გვაქვს საქმე. შესაბამისად, მერე უნდა იქნას გადაწყვეტილებები მიღებული“, – აღნიშნა პეტრიაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები