ხანძარი დიდუბეში – სამგზავრო მატარებელს ცეცხლი გაუჩნდა

დიდუბის რკინიგზის სადგურში ერთ-ერთ სამგზავრო ვაგონს ცეცხლი გაუჩნდა. როგორც „კვირას“ საგანგებო მართვის საქალაქო სამსახურში განუცხადეს, შემთხვევის ადგილზე 13 სახანძრო მანქანა მივიდა. მათ მატარებლის ვაგონიდან 40-მდე მგზავრი უვნებლად გამოიყვანეს და ხანძრის დროული ლოკალიზება მოახდინეს.  არსებული ინფორმაციით, ცეცხლი 3-4 კვადრატულ მეტრზე იყო გავრცელებული. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. თვითმხილველების განცხადებით,  ხანძრის გამომწვევი მიზეზი ერთ-ერთი მგზავრის მიერ გადაგდებული ანთებული სიგარეტი გახდა. მომხდარზე სისხლის სამართლის საქმე აღიძრა.
სამგზავრო მატარებელი ოზურგეთიდან თბილისში  დღეს საღამოს ჩამოვიდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები