სოფლის მეურნეობის მინისტრი არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს შეხვდა

სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ დანელია სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარებისთვის ევროკავშირის სამეზობლო პროგრამის (ENPARD) ოთხი ძირითადი პარტნიორი არასამთავრობო ორგანიზაციის: Oxfam (დიდი ბრიტანეთი), Care (ავსტრია), People in Need და Mercy Corps (შოტლანდია) წარმოამდგენლებს შეხვდა.
შეხვედრაზე არასამთავრობო ორგანიზაციების ადგილობრივმა ხელმძღვანელებმა სოფლის მეურნეობის მინისტრის დარგის განვითარებასთან დაკავშირებული ზოგადი ხედვა მოისმინეს. განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა სოფლის მეურნეობის განვითარების სტრატეგიაზე. მინისტრის თქმით, ამჟამად სოფლის მეურნეობის სამინისტრო აქტიურად მუშაობაობს აღნიშნულ დოკუმენტზე და უახლოეს მომავალში სამინისტრო სტრატეგიის განახლებულ ვევრსიას წარუდგენს საზოგადოებას.
სოფლის მეურნეობის მინისტრმა პირველწყაროდან მიიღო ინფორმაიცია სასოფლო-სამეურნეო მიმართულებით საქართველოში მოქმედი საერთაშორისო არასამთვრობო ორგანიზაციების მიერ საქართველოში გაწეული სამუშოს შესახებ. შეხვედრაზე მხარეებმა დეტალურად განიხილეს „ENPARD“-ის ფარგლებში მიმდინარე პროექტები და დასახეს სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან თანამშრომლობის სამომავლო გეგმები.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები