ღაზას სექტორში 21 პალესტინელი დაიღუპა (ვიდეო)

ისრაელის არმიის ანტიტერორისტული ოპერაციის დროს ღაზას სექტორში გუშინ ღამით 21 პალესტინელი დაიღუპა.
,,როიტერის” ინფორმაციით, დაჭრილია 40-მდე ადამიანი. სამხედრო შტაბის ცნობით, დაღუპულთა შორის13 ბავშვია. პირველი შეტევა ისრაელის სატანკო შენაერთებმა ლტოლვილთა ბანაკ „ჯაბალიაზე“ განახორციელეს, რომელიც ღაზას სექტორის ჩრდილოეთით მდებარეობს.
სატანკო შეტევის დროს ცეცხლი მსხვილ სანავთობე რეზერვუარებს წაეკიდა, რომლებიც ადგილობრივ ელექტროსადგურებს საწვავით ამარაგებდა. ელექროენერგიის გარეშე ათობით საცხოვრებელი რაიონია დარჩენილი.

[youtube url=”https://www.youtube.com/watch?v=yu_moyWHinU” width=”560″ height=”315″]

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები