საზაფხულო სკოლაში სწავლა და დასვენება გრძელდება (ვიდეო)

საზაფხულო სკოლაში დასვენების პარალელურად სწავლა გრძელდება. სკოლაში, სადაც სხვადასხვა სოციალური, რელიგიური თუ ეთნიკური ჯგუფის წარმომადგენელი ბავშვები ერთად სწავლობენ, ტრენინგები ტარდება, მოსწავლეები დგამენ სპექტაკლებს და დადიან ექსკურსიებზე. განათლების სამინისტროს ცნობით, სკოლაში დილა ვარჯიშით იწყება, დღის განმავლობაში სხვა გაკვეთილებთან ერთად სწავლობენ სიმღერას, ფოტოგრაფიას და სამსახიობო ხელოვნებას, არის მრავალფეროვანი გასართობი პროგრამაც, რაც საღამოობით დისკოთეკით ან ფილმის ჩვენებით სრულდება.
პროექტს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო და კავშირი “ბერილუსი” ერთობლივად ახორციელებენ. საზაფხულო სკოლაში მოზარდთა სხვადასხვა ჯგუფები 1 ან 2 კვირის განმავლობაში უფასოდ ცხოვრობენ. ბავშვების ძირითადი ნაწილი განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო “სოციალური ინკლუზიის ხელშეწყობის ქვეპროგრამის” მონაწილეები არიან.

[youtube url=”https://www.youtube.com/watch?v=v4ils7xed-I” width=”560″ height=”315″]

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები