ფოტომოდელის მშობიარობაზე დასასწრებლად ფანებმა 50 ათასი დოლარი გადაიხადეს

ბრიტანელი ფოტომოდელის ჯოზი კანინგენის მშობიარობაზე დასასწრებლად, მისმა  ოთხმა თაყვანისმცემელმა საერთო ჯამში 50,8 ათასი დოლარი გადაიახადა. მათგან ორი ბავშვის გაჩენის პროცესს კამერით გადაიღებს, დანარჩენი ორი კი, უბრალოდ თვალყურს ადევნებს.
მედიის ცნობით, მშობიარობაზე დასასწრებლად მოდელის ორმა ფანმა ოც-ოცი ათასი დოლარი გადაიხადა, ორმა ადამიანმა კი, ორჯერ ნაკლები. ამ ფაქტის ფირზე ჩაწერის მსურველები ჟურნალისტებიც აღმოჩნდნენ. ინფორმაცია, რომ მოდელი მშობიარობაზე დასასწრებლად ბილეთებს ნამდვილად ყიდდა, მისმა მენეჯერმა დაადასტურა.
„შემოსულ თანხას ჩემი კლიენტი მთლიანად სამედიცინო დაზღვევაზე დახარჯავს“, – განაცხადა კანინნგენის წარმომადგენელმა.
თავიდან 23 წლის ბრიტანელს, რომელმაც ოქტომბერში უნდა იმშობიაროს, სურდა მშობიარობის DVD ჩანაწერი გამოეცა. მაგრამ საბოლოოდ, მაღაზიებმა, რომლებსაც წინასწარ შეუთანხმადა, ასეთი სასტიკი დოკუმენტური მასალის გავრცელება აღარ მოინდომეს.
„მირორი“ წერს, რომ მანამდე ჯოზი კანინგენი შიშობდა, რომ ბავშვის გამო ის რეალითი შოუ „Big Brother”- ში ვერ მიიღებდა მონაწილეობას და აბორტის გაკეთება სურდა. თუმცა, ბოლოს გადაიფიქრა.
„ჯოზის კარიერას მისი ობიექტივში პირველად გამოჩენის დღიდან ვადევნებ თვალს. მე დიდი ფული გადავიხადე, მაგრამ ეს ამად ღირს. მინდა, ამ ისტორიული მომენტის მოწმე გავხდე,“- განაცხადა მამაკაცმა.

მოამზადა გრეტა სარქისოვამ

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები