მერაბ ღოღობერიძე მიხეილ სააკაშვილისთვის ბრალის დამძიმებას ითხოვს (ვიდეო)

მერაბ ღოღობერიძე „25-ე არხისა“ და ტელეკომპანია „იმედის“ დარბევის ფაქტების გაერთიანებასა და გამოძიების ერთობლივად ჩატარებას ითხოვს. კორუფციასთან ბრძოლის საინფორმაციო ცენტრის ხელმძღვანელმა დღეს აჭარის პროკურატურას მოუწოდა, „25-ე არხის“ საქმე გამოძიებისთვის საქართველოს პროკურატურას გადასცეს.
შეგახსენებთ: თბილისში 2007 წლის 7 ნოემბერს მომხდარი მასობრივი არეულობების შემდეგ, პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა გამოსცა დეკრეტი საქართველოს მთელ ტერიტორიაზე საგანგებო მდგომარეობის შემოღების შესახებ. ამის საფუძველზე შეწყდა ყველა დამოუკიდებელი ტელე და რადიოკომპანიის მიერ ინფორმაციის მიღება და თავისუფლად გავრცელება. გათიშული იყო ტელეკომპანია ”იმედი,” რომელიც სპეცრაზმელებმა დაარბიეს, ასევე “25-ე არხი”, რომელსაც გადამცემი საშუალებები ჩამოართვეს. მიხეილ სააკაშვილი ბრალდებულის სახით გუშინ სისხლის სამართლის პასუხისგებაში სწორედ „იმედის“ დარბევასთან დაკავშრებით მიეცა. დღეს კი გამოძიებამ ჟურნალისტები დაჰკითხა.

[youtube url=”https://www.youtube.com/watch?v=9hvaqTn8LB0″ width=”560″ height=”315″]

წყარო: http://tv4.ge

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები